"ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა"; სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა - კადრები თურქეთიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრა მოხედა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი კონია იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგები თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
კონიას გუბერნატორის თქმით, სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.