„საქართველო, მიყვარხარ! მადლობა, ევროპა!“ - მარიამ შენგელიას გამოსვლა ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალზე
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი მიმდინარეობს.
საქართველო და მისი წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე მეათე ნომრად წარსდგა.
მასთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ “ერისიონის“ მოცეკვავეები.
მეორე ნახევარფინალში წარმოდგენილი არიან: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, ლიტვა, მალტა, საქართველო, საფრანგეთი, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, გერმანია, სერბეთი და ფინეთი.