საქართველო Eurovision 2025-ს გამოეთიშა - ვინ გადავიდა ფინალში?
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი გაიმართა.
ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, საქართველომ თავისი მონაწილეობა “ევროვიზიაზე“ მეორე ნახევარფინალში დაასრულა და ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
საფინალო ათეულში მოხვდა - ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა, საბერძნეთი.
ხოლო “ევროვიზია“ 6 ნახევარფინალისტს - სერბეთს, ავსტრალიას, მონტენეგროს, ირლანდიას, საქართველოს და ჩეხეთსა დაემშვიდობა.
ფინალში გასულ 10 მონაწილეს დაემატნენ კონკურსის დამაარსებელი "დიდი ხუთეულის" - საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს და იტალიის წარმომადგენლები.
ასევე კონკურსანტი გასული წლის გამარჯვებული ქვეყნიდან - შვეიცარიიდან...
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს გამართულ პირველ სამშაბათს, ნახევარფინალში სულ 15 ქვეყანა იბრძოდა, რომელთაგან ფინალში ნორვეგია, ალბანეთი, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სან-მარინო, ესტონეთი, პორტუგალია და უკრაინა გავიდნენ.
კონკურსი კი დატოვეს: აზერბაიჯანმა, ბელგიამ, კვიპროსმა, ხორვატიამ და სლოვენიამ.
ფინალი 17 მაისს გაიმართება.