"აქ ბოლოჯერ გნახე, უტი, მეჩქარებაო" - მტკვარში დაღუპული ახალგაზრდას მეუღლე, ქმართან შეხვედრის უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს
14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაკარგულ ერთ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
უტა ელიავას მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს. ეს მათი ბოლო შეხვედრის დროს არის გადაღებული.
„ბოლოჯერ გნახე უტი აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, უტა, მეჩქარებაო, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი, რამდენი გაკოცე და ჩაგეხუტე. მალე მოვალო, ჩემო სიცოცხლეო - მითხარი, მე გელოდები, მოდი“, - წერს გვანცა გოროზია და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.