"ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ ევროვიზიაზე ჩვენი წარმომადგენლის გამოსვლა, ეს სიტყვაა..." - რომან გოცირიძე მარიამ შენგელიას გამოსვლას ეხმაურება
რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, ევროვიზიაზე მარიამ შენგელიას გამოსვლას ეხმაურება:
"ჩატ-ჯიპიტივ, ჩატ-ჯიპიტივ, მითხარი რას ნიშნავს თეთრი ბაირაღები?
პასუხი: “თეთრი ბაირაღები ტრადიციულად ნიშნავს დანებებას, მარცხს ან ბრძოლაზე უარის თქმას”.
თეთრი, კაპიტულანტური დროშების ფრიალით ევროვიზიაზე თავისუფლებას უმღერეს, სინამდვილეში კი “მშვიდობას”, რომელიც "ქოცურ" ენაზე დანებებას ნიშნავს.
აბა საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვას რას მოიფიქრებდა. ევრომაყურებელს კი არა ბიძინას მიუძღვნა ეს წარმოდგენა. იმასაც კი ვერ მიმხვდარან, რომ მაგ დროს უფროსსა სძინავს და არც კი გაუგია ამ კონკურსზე უკვე მერამდენე კრახის შესახებ. მას სხვა რამ ადარდებს.
ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ ევროვიზიაზე ჩვენი წარმომადგენლის გამოსვლა, ეს სიტყვაა “ყალბი”.
ყველაფერი ყალბი იყო, მუსიკა, ჩოხოსნები, დოშები, ტექსტი-ყველაფერი.
არაყალბი იყო ერთი ლამაზი ქართველი გოგონა, რომელიც “ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის იარაღად იქნა გამოყენებული ევროპის სცენაზე." - წერს რომან გოცირიძე.