loader

"გარდაცვლილ შვილზე არ ვსაუბრობდით... გვიწევს ადამიანებს რთული მომენტების გადატანა..." - რას ჰყვება გოდერძი შარაშია ოჯახზე და პროფესიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაცვლილ შვილზე არ ვსაუბრობდით... გვიწევს ადამიანებს რთული მომენტების გადატანა..." - რას ჰყვება გოდერძი შარაშია ოჯახზე და პროფესიაზე?

გო­დერ­ძი შა­რა­შია ის ადა­მი­ა­ნია, ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვი მო­აქვს. მარ­თა­ლია, მისი მკაც­რი გა­რეგ­ნო­ბა არ ემ­თხვე­ვა მის თბილ და იუ­მო­რით სავ­სე ხა­სი­ათს, მაგ­რამ ამა­ზე თა­ვად ხუმ­რობს – ამ­ბობს, რომ ბევ­რს უთ­ქვამს მის­თვის, შო­რი­დან სულ სხვა­ნა­ი­რი ჩან­ხარ, ახ­ლო­დან რომ გა­გი­ცა­ნი, რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ხარო. გო­დერ­ძის ცხოვ­რე­ბა­ში არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მისი საყ­რდე­ნი და ერ­თგუ­ლი თა­ნამ­გზავ­რია. ეს არის მისი მე­უღ­ლე, ცირა ჩქვა­ნა­ვა, რო­მელ­საც გო­დერ­ძის მშვიდ, წარ­მა­ტე­ბულ და იდი­ლი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

გო­დერ­ძი შა­რა­შია: ზოგს რა სჭირ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის და ზოგს რა უხა­რია და რა ხდის ბედ­ნი­ერს. მე ბევ­რი რამე არ მჭირ­დე­ბო­და. თავს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბედ­ნი­ე­რად ვთვლი, რად­გან მყავს ისე­თი ოჯა­ხი, რო­გო­რიც მინ­დო­და, მყავ­და ისე­თი მამა და მყავს ისე­თი დედა, რო­გო­რიც მინ­დო­და, მყო­ლო­და, ირ­გვლივ – ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და მე­გობ­რე­ბი, ვი­საც ვენ­დო­ბი, მაქვს ოჯა­ხუ­რი იდი­ლია და მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი.

ვფიქ­რობ, რომ მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­ინც ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვეა და ამ მხრივ, ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი ვარ. ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და და მაქვს, რაც ადა­მი­ანს ბედ­ნი­ერს ხდის. თუმ­ცა, ისეც არ არის, კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნო­და ან ადა­მი­ა­ნი არ და­მე­კარ­გა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ვფიქ­რობ­დი, რომ მე­გო­ბა­რი და და­საყ­რდე­ნი იყო, შევ­ცდი და არ ყო­ფი­ლა ისე­თი, რო­გო­რიც მე­გო­ნა. ასე რომ, ზოგ­ჯერ მქო­ნია ზედ­მე­ტი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რა­მაც მერე გუ­ლის­ტკე­ნა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ყვე­ლა, ვინც დღემ­დე ჩემ გვერ­დით დამ­რჩა, ბედ­ნი­ერს მხდი­ან.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ და რომ ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა სიყ­ვა­რულს ცვლი­სო, ეს მო­მენ­ტი გქონ­და?

- გაც­ნო­ბის პე­რი­ოდსაც კი და­ო­ჯა­ხე­ბის პე­რი­ო­დად ვთვლი და ჯამ­ში, 24 წელი გა­მომ­დის. როცა ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ბედს უკავ­ში­რებს, ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა, მათ შო­რის, გა­რე­მო, გან­წყო­ბე­ბი, სა­ახ­ლობ­ლო წრე, ამ მხრივ, ჩემი და ცი­რას ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თის­კენ შე­იც­ვა­ლა. მისი მხრი­დან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ასე­ვე, ჩემი მხრი­დან – მას­თან. პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­დან მივ­ხვდი, ცირა ჩემი ადა­მი­ა­ნი იყო და არას­დროს ეს ჩვე­ნე­ბა არ შე­მიც­ვლია. შო­რი­დან და­ვი­ნა­ხე და მივ­ხვდი, ჩემ­ში ისე­თი რამ მოხ­და, რაც სხვა დროს არ მომ­ხდა­რა, ვიგ­რძე­ნი, ენერ­გე­ტი­კუ­ლად ჩემი ადა­მი­ა­ნი იყო. ბევ­რი პრობ­ლე­მა, ტკი­ვი­ლი და დარ­დი ერ­თად გა­დავ­ლა­ხეთ, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლის წუ­თე­ბიც ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ და დღემ­დე ასე მოვ­დი­ვართ. განაგრძეთ კითხვა>>>