კალაძე შვილებით, პაპუაშვილი, ყაველაშვილი და მდინარაძე ოჯახებით... - ვინ ვისთან ერთად ესწრება ოჯახის სიწმინდის დღეს?
ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი ჩატარდა, რომელიც მეუფე შიომ აღავლინა.
პარაკლისს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალქეები შეიკრიბნენ.
ამ წუთებში მოქალაქეები სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობას აწყობენ.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.
ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, "ინტერპრესნიუსი"