loader

"შემოცვივდნენ ორგანიზებულად, რეჟიმის პატიმრებს თავისუფლებაო გაჰკიოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ" - რას ჰყვება მარიამ ლაშხი კვების ერთ-ერთ ობიექტში დღეს მომხდარ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოცვივდნენ ორგანიზებულად, რეჟიმის პატიმრებს თავისუფლებაო გაჰკიოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ" - რას ჰყვება მარიამ ლაშხი კვების ერთ-ერთ ობიექტში დღეს მომხდარ ფაქტზე?

დღეს, კვების ერთ-ერთ ობიექტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით მივიდნენ.

ვიდეოს სოციალურ ქსელში მაგდა მამუკაშვილი აქვეყნებს.

"ვიყავით ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. მუზეუმის კაფეში შევიყვანე ბავშვები, წყალი მოსწყურდათ, დიდხანს ფეხზე რომ იდგნენ... შემოცვივდნენ ორგანიზებულად, მონების ძახილითა და შეურაცხყოფებით. ბავშვები დაიზაფრნენ - რას ნიშნავს დედა, მონა რა არისო... რომ გავიდნენ, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.

მოვარდნენ, - რეჟიმის პატიმრებს თავისუფლებაო, გაჰკიოდნენ. რეჟიმის მონები ხართო... ყველას, ვინც გარშემო მყავდა, დედაჩემს, რომელიც ასაკშია, თავის მეგობრებთან ერთად, გვიკიოდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებთან ერთად ვიყავი. იმედია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მამუკაშვილი ვიცანი, რომელიც გამოირჩევა რადიკალიზმით", - აცხადებს მარიამ ლაშხი "რუსთავი 2"-თნ.