ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერი" 3:1 დაამარცხა
ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მ სახლში „ოსერი“ 3:1 დაამარცხა.
წინა მატჩებისგან განსხვავებით, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობა დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველმა მეტოქის კარში კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ბურთს მეკარე ლეონი დაეუფლა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც დონარუმას კარი სინაიოკომ დალაშქრა. შემდეგ მენდეშმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენი“ უკვე უფრო აგრესიულად უტევდა, რამაც შედეგი გამოიღო. ხვიჩას პასი დემბელემ ვერ გამოიყენა, რომელმაც ორი მეტრიდან ვერ უწია მიზანს. განაგრძეთ კითხვა>>>
ვიდეო: Setanta Sports Georgia