loader

"ორი ამბავი: ქედს ვიხრი მათ წინაშე" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი ამბავი: ქედს ვიხრი მათ წინაშე" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"ორი ამბავი.

1. აქტივისტები მცირეწლოვან ბავშვებს შეუვარდნენ.

აქტივისტები მივარდნენ მარიამ ლაშხთან, რომელსაც დიფ სთეითის ხმები ესმის, რომ ეთქვათ “თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს”. არავინ იცოდა რომ იქ ბავშვი იქნებოდა.

აი, პოლიცია კი ნამდვილად შეუვარდა ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძეს, მცირეწლოვან ბავშვს სახლში და ის ხალხი სად იყავით ამ დროს, დღეს რომ სტატუსებს წერთ.

ბაჯეს სახლთან არცერთი მინახიხართ.

მცირეწლოვანი ბავშვის დასაცავად რომელიმე ქოცის კომენტარი ნახეთ? მარიამის დასაცავად მასთან მიხვედით?

ძალიან ცუდია იქ რომ შემთხვევით ბავშვები აღმოჩდნენ, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ბავშვებს და ფეხმძიმეებს ირჩევენ რომ დასტრესონ ყველა. ვისაც ეხება და ვინც უყურებს

2. აქტივისტების ფერადი ბოლები ფიქრობთ რომ პროცესს აზარალებს.

ვის მიყვებით დღის წესრიგში , ქოცებს?

იყო ოჯახის სიწმინდის დღე, არ შევყვები ახლა თემას როგორი ფარისეველია ეს დღე ხალხისგან, რომლებიც საღამოს საყვარლებთან დაბრუნდნენ, ზოგი ქალთან და ზოგი კაცთან, მაგრამ პაატივი ვეცით ჩვენს თანამოქალაქეებს და საერთოდ არაფერი დავგეგმეთ.

პროვოკაციის მიზეზი არ მივეცით.

დიახ, ამ ქვეყანაში არსებობენ ჩვენი თანამოქალაქეები, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია და გასაგებია ეს.

მაგრამ გაცილებით უფრო დიდი ხანია მსოფლიო 17 მაისს აღნიშნავს თანასწორობის დღეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს.

ადამიანი, ნებისმიერი ფერის, ორიენტაციის, უნდა გვიყვარდეს. არ უნდა ვკლავდეთ, არ უნდა ვდევნიდეთ, არ უნდა დავცინოდეთ.

შეხედეთ ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი მიქაუტაძის სამკლაურებს გუშინ რომ ეკეთათ.

ეს სამკლაურები იყო ისეთივე ფერადი, როგორც რუსთაველზე ის კვამლები და იცით რატომ? იმიტომ რომ წარმოადგენენ ევროპულ კლუბებს, ცივილიზებულ სამყაროს სადაც ორიენტაციის გამო ადამიანები არ სძულთ.

რუსთაველზე დგანან ადამიანები, რომლებსაც ამდენი დღეა, ჩემგან და ბევრისგან განსხვავებით ეს ქალაქი და ბრძოლის ხაზი, ერთი დღითაც არ დაუტოვებიათ.

ქედს ვიხრი მათ წინაშე.

ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელსაც ოჯახის არცერთ წევრზე არ უძალადია, უღალატია და ოჯახი მისთვის მართლა სიწმინდეა.

და ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვისთვისაც თანასწორია ყველა. ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი ფერისა.

ფოკუსი გავასწოროთ მეგობრებო, რუსულად გველაპარაკებიან და ნუ გვეუბნებით რომ ფრანგულად რამეს გავაგებინებთ." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.