"გინდა გაიქცე, გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევ, სიზმარშიც კი იცი, რომ შორენა აღარასდროს დაბრუნდება" - ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, მორიგ ემოციურ კადრებს ავრცელებს
ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე მორიგ ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"ვაი რომ ამ საშინელი სიზმრიდან ვერ გამოდიხარ, გინდა გაიქცე გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევს, ბორგავ ოხრავ და სიზმარშიც კი იცი რომ შორენა აღარასდროს დაბრუნდება.
შევციცინებთ ამ ორ პატარა ანგელოზს და ტკივილს გულში ვიკლავთ.
ეს ფერადი სამყარო შავ თეთრად გადაგვიქციეს" - წერს გიგა ცხელიშვილი
ცნობისთვის, ცნობისთვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.