ხაშურში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს - რა ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ?
ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მძიმე დაზიანებებით დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის იარაღი, სავარაუდოდ, დანაა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უკვე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, უცნობია როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
წყარო: "ტვ პირველი"