“როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - რას ჰყვება ბექა ონიანის ოჯახის წევრი?
16 მაისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ორ მამაკაცს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, ნაცემია ფუტსალის ფეხბურთელი ბექა ონიანი.
მისი ოჯახის წევრის ინფორმაციით, ონიანი ხელოვნურ კომაშია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა.
ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, “ტელეკომპანია პირველთან“ საუბრობს ოჯახის წევრი:
“ბექა როდესაც უკვე გამოვიდა გასახდელიდან და პარკინგზე მიდიოდა, მანქანიდან გადმოვიდა ივა ტყეშელაშვილი.
არც ეს პიროვნება იყო ჩარეული კონფლიქტში და არც ბექა. უბრალოდ, ალბათ ვიღაცას ელოდებოდა და უნდოდა ვინმესთვის რაღაცის დაშავება. შერჩა ბექა ხელში - მასთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.
როგორც ვიცი დახტუნავდა ზედ. ბექა, როგორც ვიცი იყო მარტო. რამდენიმე წუთში მივიდნენ. ამ ბიჭმა გათიშა ბექა და მანქანით გაიქცა.
ხელით არის კი... შეიძლება ბლაგვი საგანიც ეჭირა ხელში იმიტომ რომ კეფის ძვალი აქვს გატეხილი. კავკასიის უნივერსიტეტს სამედიცინო ცენტრში არის მოყვანილი, ხელოვნურ კომაში იმყოფება. სიკვდილს ებრძვის.
თავის ქალის ნაწილი ახდილი აქვს, შესაძლებელია მეორე ნაწილის ახდაც მოხერხდეს, თუ თავის ქალის წვენა არ მოიმატებს.
როგორც ვიცი არაერთი ინციდენტი ჰქონია ამ ბიჭს ჩადენილი და რატომღაც პასუხისმგებლობას ყოველთვის არის არიდებული."
ვიდეო: "tv პირველი"