loader

აქციის მონაწილეებმა სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეებმა სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს

საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

მსვლელობის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მათ თან პოლიციის კორდონი მიაცილებდა.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, რომელზეც აქციაზე დაკავებულების ფოტოებია გამოსახული.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: "რუსებო, რუსებო!".

მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.