ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.
ზელენსკი შეხვედრის შესახებ X-ზე წერს და აცხადებს, რომ „კარგი შეხვედრა ჰქონდა“.
„მოლაპარაკებების დროს განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა გაგზავნა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაბალი დონის დელეგაცია. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.
ასევე, შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და მომავალი ტყვეების გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია მანამ, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ მოისურვებენ. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენის მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის”, - წერს ზელენსკი.