კრიმინალური დაჯგუფება "764" ინტერნეტში - სათამაშო პლატფორმები, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, ბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა
47 წლის რიჩარდ დენსმორი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის უკვე 30 წლიან სასჯელს იხდის. მიჩიგანის შტატში მცხოვრები მამაკაცი ნეონაცისტური და ძალადობრივი ქსელის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია. "764" - ასე ჰქვია ინტერნეტ სივრცეში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც სამიზნე ობიექტებს სოციალურ ქსელებსა და პოპულარულ სათამაშო პლატფორმებზე არჩევს. ისინი აკვირდებიან მოზარდებს X-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და განსაკუთრებით ონლაინ თამაშებში.
"რობლოქსი", "მაინქრაფთი", "დისქორდი" - ეს იმ სათამაშო ინტერნეტ პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, კიბერბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს საგანგაშო გაფრთხილებას მშობლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით: გამოძიების ინფორმაციით, 9-დან 16 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები შესაძლოა გახდნენ კიბერ თავდასხმის პოტენციური მსხვერპლები. დაჯგუფება სახელწოდებით "764" ბავშვებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სწორედ პოპულარულ ინტერნეტ თამაშებს იყენებს.
15 წლის გოგონას დედა ჰყვება, თუ როგორ აიძულებდნენ მის შვილს ჯერ შინაური ცხოველის მოკვლას, შემდეგ კი თვითდაზიანების მიყენებას. დაჯგუფების წევრებმა მას სხეულზე დანით ორგანიზაციის სახელწოდების - "764"-ის ამოტვიფვრაც აიძულეს.
წყარო: "რუსთავი 2"