დიდ დიღომში 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ავტომობილს დაეცა - რა დეტალები ხდება ცნობილი
თბილისში, დიდ დიღომში 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.