დათო კენჭიაშვილის სიმღერა ფერეიდანის მთებში – ფერეიდნელი ქართველების ემოციური შესრულება ირანში
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ფერეიდნელი ქართველები ემოციურად მღერიან დათო კენჭიაშვილის სიმღერას - “მიყვარხარ”.
ეს ვიდეო სხვა არაფერია, თუ არა ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ არ თმობს ერი საკუთარ ფესვებს — მაშინაც კი, როცა მათ შორის მთები, საზღვრები და საუკუნეებია. ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც XVIII საუკუნეში იძულებით გადაასახლეს ირანში, დღემდე ქართულად მღერიან.
“აუცილებლად ჩამოვალ თქვენთან, ჩემო ქართველებო!” - ვიდეოს დათო ასე გამოეხმაურა.
ამ ადგილის ისტორიას კი თვითონ ფერეიდნელები გვიყვებიან - გაზაფხულის მეორე თვის ბოლო პარასკევს, იმ ადგილს, რომელსაც “მთა ციხე” ეწოდება, ფერეიდნელი ქართველები წინაპრების პატივსაცემად სტუმრობენ. ამ ტრადიციაში დღემდეა შენარჩუნებული ქართული ენისა და ფესვების ისტორია.
მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში, ირანის შაჰების ბრძანებით, ათასობით ქართველი იძულებით გადაასახლეს ფერეიდანის მხარეში. 250 წლის წინ, კრიმ-ხან ზანდის ეპოქაში, როცა ქართველების ენას და ტრადიციებს მოსპობას ემუქრებოდა, ფერეიდანელებმა მთა ციხეს შეაფარეს თავი და იქ იბრძოდნენ. ეს მთა ითვლება ქართველების სიმამაცის სიმბოლოდ და სწორედ ამ მთაზე, ყოველ წელს, გაზაფხულის მიწურულს იკრიბებიან. მათი ბრძოლა გადარჩენისა და შთამომავლობის იდენტობისათვის დღემდე გრძელდება.