ორი დაღუპული და 20-მდე დაშავებული - რა ჩანს დრამატულ კადრებში?
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 20 დაშავდა, როდესაც მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო გემი, რომელსაც 277 მგზავრი გადაჰყავდა, შაბათ ღამით ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდის ქვედა მხარეს შეეჯახა, - აცხადებენ ოფიციალური პირები.
დრამატულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება "კუაუტემოკის" ანძები ხიდის ქვედა მხარეს და იმტვრევა გემის ქვეშ გავლისას, ნამსხვრევები კი გემბანისკენ ცვივა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:20 საათზე მოხდა. გემის ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და შეჯახების შედეგად ანძა გატყდა და ნამსხვრევები გემის გემბანზე ჩამოცვივდა. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ გემმა "ძალა დაკარგა" და ხიდს დაეჯახა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა მანამდე განაცხადეს, რომ ინციდენტი შესაძლოა "მექანიკურმა პრობლემებმა" გამოიწვია, მაგრამ ამ დროისთვის ყველა ინფორმაცია წინასწარია. ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო გამოძიებას აწარმოებს.
20 წლის ამერიკა იამილეტ სანჩესი შაბათ ღამეს მომხდარი კატასტროფის ორი გარდაცვლილიდან ერთ-ერთია, წარმოშობით მექსიკის ქალაქ ხალაპიდან. როგორც ცნობილია, "კუაუტემოკის" ერთ-ერთ ანძაზე იდგა, როდესაც გემს მექანიკური პრობლემა შეექმნა, რამაც კაპიტანს კონტროლი დააკარგვინა, ხოლო ისტ-რივერის დინებამ ხიდისკენ წაიღო.
მეორე ტრაგიკულად დაღუპული მექსიკელი საზღვაო კადეტი ოახაკელი ადალ ხაირ მარკოსია. მარკოსი, რომელიც მეგობრებისთვის ცნობილი იყო როგორც "ტაისონი" ან უბრალოდ "მარკოსი", ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გემზე იმყოფებოდა და ზღვებში მოგზაურობდა - ჰავაიდან და ტოკიოდან ახალ ზელანდიამდე და ავსტრალიამდე, წერს მექსიკური გამოცემა El Universal.
მარკოსი წარმოშობით ოახაკას შტატის სალინა კრუსიდან იყო. სანჩესი და მარკოსი ბორტზე მყოფ 277 ეკიპაჟის წევრს შორის იყვნენ. განაგრძეთ კითხვა