"ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე კეთილი, თბილი, გულღია და ღიმილიანი ბიჭი" - ზუგდიდში მე-9 კლასის მოსწავლეს გლოვობენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-9 კლასის მოსწავლის მათე გაბედავა.
"მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაცია დიდი გულისტკივილით გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის მათე გაბედავას გარდაცვალების გამო.
ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე კეთილი, თბილი, გულღია და ღიმილიანი ბიჭი.
მას ოცნებებით სავსე თვალები ჰქონდა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განიცდის.
ვუსამძიმრებთ მშობლებს და ახლობლებს.
ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და ვიზიარებთ თქვენს ტკივილს.
მათეს ხსოვნა მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანის გულში და ჩვენი სკოლის ისტორიაში. "შენ ამქვეყნიდან წახვედი, მაგრამ სიყვარულით დარჩი ჩვენთან..." ნათელში იყოს შენი სული ანგელოზო!" - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.