ვრცელდება მძიმე ავარიის კადრები ლილოდან - არიან დაშავებულები
თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.