"აითაჯის დაკრძალვაზე ვართ... მიატირა დედამ - "მოლებთან რამდენჯერ ვიყავი, მაგრამ მე გულში ვიცოდი ეს შენ იყავი” - რას წერს მეგობარი აითაჯ მამედოვას დაკრძალვიდან, რომლის ცხედარიც მტკვარში მაშველებმა იპოვეს
"აითაჯის დაკრძალვაზე ვართ. ბებიასაც იგივე კითხვა აქვს. თუ შესაძლებელი იყო წყლის დონის დაწევა მაშინ აითაჯის დაკარგვის დროს იგივე რატომ არ გაკეთდა?!,,მოლებთან რამდენჯერ ვიყავი, მაგრამ მე გულში ვიცოდი ეს შენ იყავი”, - მიატირა დედამ. ყველანი დამნაშავები ვართ ამ ოჯახის წინაში." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შორენა ლობჟანიძე წერს.
ცნობისთვის 21 წლის აითაჯ მამედოვას ცხედარი მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მის შიგნით მყოფი მგზავრების ძებნისას აღმოაჩინეს.