"ეს ხდება უკვე მესამე სასამართლო პროცესია..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
"მაინც, რომ იცოდეთ.ბიჭების საქმეზე მოწმე პოლიციელები დაკითხეს.ყველა მათგანმა განაცხადა რომ არ იციან დაზიანება ვისგან მიიღეს.“ შეხედეთ ბრალდებულებს, რომელიმე გეცნობათ? არიან მათ შორის ისინი, ვინც ქვა გესროლათ?” - “არა, სიბნელე იყო და არ დამინახავს ქვა ვინ ისროლა.”
ეს ხდება უკვე მესამე სასამართლო პროცესია.11 ბრალდებულის საქმე.არცერთ მოწმეს ამ დრომდე, ვრალდებულებისთვის ხელი არ დაუდია. “ყველა ბნელში იყო.”