"მამაჩემის კაცობაში, სიმართლეში ან სამშობლოს სიყვარულში ეჭვი არავის არ ეპარება იმედია და თუ ფიქრობთ, რომ რამეს ამეტებს გეტყვით რომ კიდევ იმდენი ვერ თქვა, რადგან შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დროში იყო შეზღუდული" - რას წერს გია ბურჯანაძის ქალიშვილი
მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბუჯანაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მამაჩემის კაცობაში, სიმართლეში ან სამშობლოს სიყვარულში ეჭვი არავის არ ეპარება იმედია და თუ ფიქრობთ, რომ რამეს ამეტებს გეტყვით რომ კიდევ იმდენი ვერ თქვა, რადგან შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დროში იყო შეზღუდული (თურქეთიდან ჩაერთო, კლინიკიდან) ეხლა რაც შეეხება ნაცებს და მაგათ მხარდამჭერებს, ეხლაც რომ დარბიან ქუჩებში. რამდენიც არ უნდა იძახოთ რომ "რაღა დროის ნაცებიაო და ვის ახსოვს ეგენიო" იცით რა?- 80 წელი გავიდა რაც ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღემდე გვახსოვს და დღემდე იხდის გერმანია რეიხის ვალებს თუნდაც ფიზიკურს და თუნდაც მორალურს. და ხო, ნაციონალები და მაგათი ნებისმიერი სახის განშტოებები სამუდამოდ უნდა აიკრძალონ ამ ქვეყანაში და დამნაშავეებიც შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ნიურნბერგის პროცესზე დასაჯეს ჰანს ფრიჩშე (Hans Fritzsche) ადამიანი, რომელიც გებელსის პროპრაგანდისტული რადიოს დიქტორი იყო, ახმოვანებდა უბრალოდ გებელსის და ჰიტლერის დაწერილ მოსაზრებებს და ჰიტლერის საყვარელი არქიტექტორიც იგივენაირად სამართლდებოდა ნიურნბერგში, როგორც გერინგი, ჰესი, რიბენტროპი და ა.შ მთელი ტრიბუნალის განვმალობაში. ესე მოექცა ევროპა ჯალათებს და ზოგადად ნიურნბერგის მერე დაფუძნდა სიტყვა “გენოციდი” რომელიც მერე ჰააგის სასამართლოს სამხედრო ტრიბუნალმა აქტიურად გამოიყენა მაგალითად იუგოსლავიის საქმეზე. იგივე გააკეთეს ნაცებმა და ნაცების პერიოდის ციხე იგივე თანამედროვე კონცლაგერი იყო ჩემი აზრით, გენოციდზე, შიშზე, ტერორზე აღარ ვიტყვი არაფერს. აქვე კიდე ვიღაც ვიღაცეებს მინდა შევახსენო, რომ სხვათაშორის იტალიაში მუსოლინი შეყვარებულთან ერთად აწამეს და მოკლეს სახალხოდ, ამიტომ ვინც თქვენი ქმრების და ნაშების ბინძურ საქმეებში ხართ გარეულები და ეხლა ბევრს ლაპარაკობთ იცოდეთ, რო ისტორია ყოველთვის მეორდება, მაკიაველი გადაიკითხეთ," - წერს გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბურჯანაძე.