loader

"ძალიან კარგად ჩაიარა" - რას ამბობს დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან კარგად ჩაიარა" - რას ამბობს დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარმა კარგად ჩაიარა. მისივე თქმით, საუბარი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ. ტრამპის განცხადებით, დეტალური პირობების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია.

ტრამპის განცხადებით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.