"ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა..." - ნიკა მელიას ბრიფინგი
პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელია განმარტავს, „უკომპრომისო ბრძოლაში თავსებადი არაა სერიოზულად განიხილავდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“.