loader

რას აცხადებს საქართველოს რკინიგზა დღეს ლანჩხუთის სადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს საქართველოს რკინიგზა დღეს ლანჩხუთის სადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით?

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პრობლემა აღმოფხვრილია და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.