პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან, 1 600 ევროს ღირებულების ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საკვები მოიპარეს.
პოლონური მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს შენგენის ზონაში 10 წლის ვადით აეკრძალა შესვლა.