უმძიმესი დანაშაული კახეთში - "ბავშვმა დეიდას და პაპას გაუმხილა, რომ მასზე მამა სექსუალურად ძალადობდა"
უმძიმესი დანაშაული მოხდა კახეთში. შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 14 წლის გოგონამ დეიდას და პაპას გაუმხილა მომხდარის შესახებ.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოზარდს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა."ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა. მომხდარში სოციალური სამსახური ჩაერთო, ბავშვთან მუშაობენ ფსიქოლოგები" - გვიყვებიან ადგილობრივები.
ისინი მომხდარით გაოგნებულები არიან. როგორც გვიყვებიან, აქამდე არ გაუგიათ, რომ დაკავებული მამაკაცის მხრიდან შვილზე ძალადობა ხდებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მეორედ არის დაოჯახებული. პირველ ცოლთან მას ორი ბიჭი ჰყავს, ხოლო მეორე ცოლთან 14 წლის გოგონა და მცირეწლოვანი ბიჭი. 2 წლის წინ მამაკაცი პლანის მოყვანისა და რეალიზაციის გამოც იყო დაკავებული, თუმცა მალე გათავისუფლდა პირობით მსჯავრით.
დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. ჩვენი ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება დაკავებულის მეუღლეს, ჩვენი ინფორმაციით, მან შვილებთან ერთად სოფელი უკვე დატოვა.