რა მოხდა "ბოლო ზარის" აღნიშვნისას 159-ე სკოლასთან? - "მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს"
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს 2 ქვეითს დაეჯახნენ. წერდნენ, რომ მოსწავლეები დაეჯახნენ. თუმცა როგორც 159-ე სკოლის დირექტორმა "მშობლებს" განუცხადა, სკოლასთან ბოლო ზარის ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.