loader

რას ჰყვება მამა, რომლის შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით აღმოუჩინა - "ექიმმა მითხრა, დააკვირდითო... რას დავაკვირდე, ბავშვი ხელებში როგორ მაკვდება-თქო?!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება მამა, რომლის შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით აღმოუჩინა - "ექიმმა მითხრა, დააკვირდითო... რას დავაკვირდე, ბავშვი ხელებში როგორ მაკვდება-თქო?!"

გოგა ბე­რი­ძე, ორი შვი­ლის მა­მაა, მისი ის­ტო­რია არის ამ­ბა­ვი, იმა­ზე თუ რო­გორ აა­რი­და ოჯახს აა­რი­და უმ­ძი­მე­სი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. მისი შვი­ლის, ნი­კოს ის­ტო­რია, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ამ - ამ შემ­თხვე­ვა­ში ChatGPT-მ - შეც­ვა­ლოს ერთი ოჯა­ხის ბედი, მა­შინ როცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა უმოქ­მე­დოა.

ექვს თვემ­დე ნიკო ვი­თარ­დე­ბო­და სრუ­ლად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი­ვით, თუმ­ცა მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. გოგა თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და გა­ე­გო, რა სჭირ­და შვილს, როცა ექი­მე­ბი მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბას და "დაკ­ვირ­ვე­ბას" ურ­ჩევ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი სწო­რედ ChatGPT-ით მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა გახ­და გარ­დამ­ტე­ხი, სწო­რედ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა ახ­სე­ნა პირ­ვე­ლად დი­აგ­ნო­ზი: ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი.