ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები ვარკეთილიდან - "უცნობმა პირმა "მარშრუტკა" გაიტაცა და 5 ავტომობილი დაამტვრია"
ვარკეთილში 5 ავტომანქანა დაიმტვრა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც "მთავარს" თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, უცნობმა პირმა მიკროავტობუსი გაიტაცა და ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები დაამტვრია.