loader

სადგურის მოედნის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტის განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სადგურის მოედნის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტის განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ.

„დაზარალებული მეწარმეების მიერ შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.