loader

მოქალაქეს, რომელმაც ვადაგასული შებოლილი ლორი შეიძინა, ბოტულიზმი დაუდგინდა - სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო განცხადებას ავ­რცე­ლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეს, რომელმაც ვადაგასული შებოლილი ლორი შეიძინა, ბოტულიზმი დაუდგინდა - სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო განცხადებას ავ­რცე­ლებს

შიდა ქარ­თლში საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ბო­ტუ­ლიზ­მის შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"20 მა­ისს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან შიდა ქარ­თლში საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ბო­ტუ­ლიზ­მით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ა­გენ­ტოს შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა მოკ­ვლე­ვა და­ი­წყეს.

არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ქა­რელ­ში, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში „ახა­ლი ხორ­ცი“, სა­დაც მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­საც შემ­დგომ ბო­ტუ­ლიზ­მი და­უდ­გინ­და, შე­ბო­ლი­ლი ლორი შე­ი­ძი­ნა. ხორ­ცის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტში (ი/მ „ბე­სიკ ნა­ყი­შაშ­ვი­ლი") კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო.სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ჩა­ტარ­და შე­ბო­ლი­ლი ლო­რის მწარ­მო­ე­ბელ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორ­თა­ნაც (ი/მ „ვახ­ტანგ ლო­მი­ძე“, მის: ქ. ხა­შუ­რი, იმე­რე­თის ქ. N54). სა­წარ­მო­ში გა­მოვ­ლინ­და არა­ერ­თი დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რის გა­მოც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და და შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი.

დად­გინ­და, რომ მე­წარ­მე საქ­მი­ა­ნობ­და ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და აღი­ა­რე­ბის გა­რე­შე, დარ­ღვე­უ­ლი იყო მიკ­ვლე­ვა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, სა­წარ­მო­ში არ არის და­ნერ­გი­ლი HACCP სის­ტე­მა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, თავი შე­ი­კა­ვოს სა­ეჭ­ვო პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი/შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცის, თევ­ზის, ასე­ვე და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი სურ­სა­თის მოხ­მა­რე­ბი­სა­გან. ბო­ტუ­ლიზ­მი მწვა­ვე ტოქ­სი­კო-ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს.

ბო­ტუ­ლიზ­მის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­ჟი­მის დაც­ვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­სერ­ვი­რე­ბი­სას" - ნათქვამია განცხადებაში.