loader

"მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას" - უვადო პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის: რას ყვება მამა, შვილის სასტიკ დანაშაულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას" - უვადო პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის: რას ყვება მამა, შვილის სასტიკ დანაშაულზე

21 მა­ისს, მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში 24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა დას­რულ­და და გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მყოფ მის ქმარს, 34 წლის თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მით, გა­ლი­ნა სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან, ქმარ­თან და დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან ერ­თად, და­ახ­ლო­ე­ბით 20 კვად­რა­ტულ მეტრ სახ­ლში იყო. სწო­რედ ამ ფიც­რულ სახ­ლში, სა­დაც მხო­ლოდ ერთი ოთა­ხი ჰქონ­დათ ცხოვ­რობ­და მთე­ლი ოჯა­ხი. 12 ნო­ემ­ბრის, შუ­ა­ღა­მეს ქმარ­მა ცოლს ამ ოთახ­ში გა­და­ას­ხა საწ­ვა­ვი და წა­უ­კი­და ცე­ცხლი.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ამ ფაქტს შე­ეს­წრო სა­მი­ვე შვი­ლი და მა­მამ­თი­ლი. 112-ში გა­ლი­ნას დე­დამ­თილ­მა, მზია გი­უ­აშ­ვილ­მა და­რე­კა და სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ მას არ უთ­ქვამს, რომ ცე­ცხლი რძალს მის­მა შვილ­მა წა­უ­კი­და, მხო­ლოდ ის თქვა, რომ სახ­ლს ცე­ცხლი წა­ე­კი­და და გოგო და­იწ­ვა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რი ნა­თია კი­კა­ლია სა­სა­მარ­თლო­ზე ამ­ბობ­და, რომ ქა­ლის დამ­წვრო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, 13 ნო­ემ­ბერს გა­ირ­კვა.

"და­დას­ტურ­და, რომ 2024 წე­ლის 12 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 23 სა­ათ­სა და 25 წუთ­ზე, თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილ­მა ცე­ცხლი წა­უ­კი­და მე­უღ­ლეს. ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა მას შემ­დეგ ჩა­ტარ­და, რაც მამა-შვი­ლი უარ­ყოფ­დნენ თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას, თით­ქოს მათ არ იცოდ­ნენ, რო­გორ და­იწ­ვა გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე“, - თქვა პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე. სწო­რედ ამის შემ­დეგ აღი­ა­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მამ, გუ­რამ ყა­რა­ლაშ­ვილ­მაც, რომ რძლის დაწ­ვის მო­მენტს ის შე­ეს­წრო.

უმ­ძი­მე­სია გუ­რამ ყა­რა­ლაშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვის ოქ­მში აღ­წე­რი­ლი დე­ტა­ლე­ბი:

"23 სა­ათ­სა და 10 წუთ­ზე გა­მაღ­ვი­ძა ჩხუ­ბის ხმამ. და­ვი­ნა­ხე, ოთახ­ში, კარ­თან იდგა ჩემი შვი­ლი და ცოლს ეჩხუ­ბე­ბო­და, აგი­ნებ­და დე­დას. როცა გა­ლი­ნამ ოთა­ხი­დან გას­ვლა და­ა­პი­რა და ზურ­გით შეტ­რი­ალ­და, თე­მურ­მა აიღო ოთა­ხის კარ­თან მდგა­რი ერ­თლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლი, რო­მელ­შიც ესხა დი­ზე­ლი, ღუმ­ლის ასან­თე­ბად ვი­ყე­ნებთ. ჩემ­მა შვილ­მა ხელი მო­უ­ჭი­რა ბოთლს და საწ­ვა­ვი ბე­ჭებ­ზე შე­ას­ხა გა­ლი­ნას. ამის შემ­დეგ, სან­თე­ბე­ლა აან­თო და ბე­ჭებ­ზე მო­უ­კი­და ცე­ცხლი. ქალს ცე­ცხლი ჯერ ზურ­გზე მო­ე­დო, შემ­დეგ მთელ სხე­ულ­ზე... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად