loader

„ველოდები, რომ დამიჭერენ, 99%-ით, ალბათ, დამიჭერენ“ - სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ველოდები, რომ დამიჭერენ, 99%-ით, ალბათ, დამიჭერენ“ - სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

„ველოდები, რომ დამიჭერენ. 99%-ით, ალბათ, დამიჭერენ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.