loader

"სიტყვები არ მყოფნის" - სკოლასთან, "ბოლო ზარზე" ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი ახალ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიტყვები არ მყოფნის" - სკოლასთან, "ბოლო ზარზე" ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი ახალ მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დეჯახა. როგორც 159-ე სკოლის დირექტორი ამბობს, სკოლასთან "ბოლო ზარის" ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.

"საჭესთან იჯდა 21 წლის ბიჭი და “უბრლოდ მობუქსავებას ცდილობდა” და დამთავრდა ამ შედეგით. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო! დედაჩემს 5 შვილი ჰყავს, გვღუპავდა ყველს. მერე სად მიდიოდა იმდენი პატარა ბავშვი იყო იქ, ჩემი მანქანა რომ არ მდგაროყო 10 ადამიანს დაიხვევდა კიდევ", - წერდა დაშავებულის შვილი.

დაშავებული ქალის შვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავდა და საზოგადოებას სისხლის ჩაბარებას სთხოვდა.

დღეს კი კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელდდა წერა რომ სისხლი ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის.

"მეგობრებო, ჯერჯერობით სისხლი საკმარისია და აღარ არის საჭირო ჩაბარება. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. იმდენი ხალხი სრულიად უცხო, ყველა გვერდში დაგვიდგა, უღრმესი მადლობა," - წერს ნათია ბიჩინაშვილი.