"როგორ იქცევით ბიჭო?!" -რა ხდება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, სადაც ზურაბ ჯაფარიძის პროცესი უნდა დაიწყოს?
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია. პროცესი 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. პოლიტიკოსის მხარდამჭერები სასამართლო დარბაზის შეცვლას ითხოვენ.
ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.