loader

"დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს" - ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს" - ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა

ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა - ინფორმაციას Adrenaline-ის გვერდი ავრცელებს.

"დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.

ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.

ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან.

Adrenaline-ის გუნდი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.