loader

პროკურატურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000- ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ შესვენების გამოცხადების შემდეგ დააყენა.

როგორც საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილი განმარტავს, მან კარგად იცოდა, თუ როგორი სამართლებრივი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.