loader

"იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე - გვჭირდება გამძლეობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს განაჩენი გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე - გვჭირდება გამძლეობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს განაჩენი გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაეჭირათ პოლიტიკური ლიდერები.

ზურაბიშვილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში პროცესებს პოლიტიკურს უწოდებს და ნიშანს იმისა, რომ იწყება თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე.