loader

"ჯაფარა 2012 წელს გავიცანი" - რას წერს თინა ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯაფარა 2012 წელს გავიცანი" - რას წერს თინა ბოკუჩავა

"ზუსტად ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც ერთადერთს იტყვის - რასაც გარეთ ამბობს, გაერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასამართლო სხდომათა დარბაზში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა მაინც უნდა დაფიქრდნენ ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა.

„ჯაფარა 2012 წელს გავიცანი. მაშინ ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პარლამენტის წევრები გავხდით.

ალბათ, ორივეს გვჯეროდა რუსი ივანიშვილი ვერ მოიგებდა არჩევნებს და მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაპირებდი საქმიანობის გაგრძელებას, ზურა კი ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე იზრუნებდა.

ჰოდა აღმოვჩნდით ოპოზიციაში და დღემდე აქ ვართ. ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, თავმდაბლობით, გულწრფელობით და კომპეტენციით.

არა და სამივე როგორ აკლია ქართულ პოლიტიკას.

ზუსტად ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც ერთადერთს იტყვის - რასაც გარეთ ამბობს, გაერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად.

და იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ სხვები ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა. თავისუფლება ზურას! თავისუფლება მიშას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“, - წერს თინა ბოკუჩავა.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.