loader

"ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე, ნატა ქო­რი­ძე, ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია..." - რას წერს სალომე სამადაშვილი ზურაბ ჯაფარიძის მეუღლეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე, ნატა ქო­რი­ძე, ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია..." - რას წერს სალომე სამადაშვილი ზურაბ ჯაფარიძის მეუღლეზე

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" წევ­რს, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ მი­ი­ღო და ამით პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­დეს. მას­თან ერ­თად იყო დღეს მე­უღ­ლე ნატა ქო­რი­ძე. სწო­რედ მის შე­სა­ხებ წერს პოსტს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი:

"ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე, ნატა ქო­რი­ძე, ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, გა­მორ­ჩე­უ­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პატ­რი­ო­ტი დიპ­ლო­მა­ტი. ჯერ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­აგ­დეს, ახლა ქმა­რი და­უ­პა­ტიმ­რეს. რას ფიქ­რო­ბენ ამა­ზე მისი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი, ზოგ­მა ელჩი რომ და­ირ­ქვა და ზოგ­მაც მი­ნის­ტრი, თბი­ლად გან­თავ­სდა რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის კალ­თის ქვეშ.

30-იანი წლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი-მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი რომ აჭე­რი­ნებ­დნენ ხალ­ხს, მათ­თვის ჩა­მორ­თმე­ულ ბი­ნებ­ში სახ­ლდე­ბოდ­ნენ და სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბას სხვი­სი უბე­დუ­რე­ბის ხარ­ჯზე იშე­ნებ­დნენ, სამ­წუ­ხა­როდ დღეს მე­ორ­დე­ბა.ჩემი სო­ლი­და­რო­ბა ზუ­რას ოჯახს!" - წერს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი.