loader

"ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ დღეს ზურა ჯა­ფა­რი­ძემ სის­ტე­მა ათ­რია!" - ელენე ხოშტარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ დღეს ზურა ჯა­ფა­რი­ძემ სის­ტე­მა ათ­რია!" - ელენე ხოშტარია

"ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ დღეს ზურა ჯა­ფა­რი­ძემ სის­ტე­მა ათ­რია! მთე­ლი რე­ჟი­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში მო­ამ­წყვდია, სა­დაც ორი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ჟი­მის­თვის სა­ზი­ა­ნოა - არ და­ი­ჭე­რენ და­ზი­ან­დე­ბი­ან, და­ი­ჭე­რენ და­ზი­ან­დე­ბი­ან", - ამის შე­სა­ხებ “დრო­ას“ ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“პრო­ცეს­ზეც ამ­ხი­ლა პო­ლი­ცია ჯა­რად რომ გა­მო­იყ­ვა­ნეს და მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას არ­ღვევს და დაც­ვის გა­რე­შე ტო­ვებს ანუ სა­კუ­თარ საფ­ლავს ითხრის.

მად­ლო­ბა ზურა ბრძო­ლის მა­გა­ლი­თის­თვის. ასე ინ­ჯღ­რე­ვა სის­ტე­მა. გა­ვაგ­რძე­ლებთ“, - აცხა­დებს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.

პრო­კუ­რა­ტუ­რა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" წევ­რის ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - 20 000- ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლას ითხოვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­ა­ყე­ნა.