loader

"29 მაისს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ ვაპირებ - არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას" - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"29 მაისს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ ვაპირებ - არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას" - ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 29 მაისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას.

როგორც მელია აცხადებს, არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას - „ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას“.

„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი.

არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.