"2012 წლამდე "ნაცებთან" შეხება არ ჰქონია ,თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას, რაშია საქმე?! - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით?
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, გაუგებარია რატომ უნდა მისულიყო ზურაბ ჯაფარიძე საგამოძიებო კომისიაზე, მაშინ როცა, ჯაფარიძეს 2012 წლამდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხება არ ჰქონია და პარტიაში სწორედ 212 წლის შემდეგ მივიდა.
"რაშია საქმე?!
წულუკიანმა შექმნა კომისია, რომელსაც წინა ხელისუფლების საქმეები უნდა გამოეძიებინა.
დაიბარეს ზურა გირჩი ჯაფარიძე.
კაცი, რომელსაც 2012 წლამდე ნაცებთან შეხება არ ჰქონია.
თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას.
ზურა, პარტიაში მივიდა 2012 წლის შემდეგ.
ბუნებრივია რომ არ მივიდა. რატომ უნდა მისულიყო? თეას ხუშტურის გამო?
ადგნენ და დაიჭირეს.
აქ არაა საუბარი პოლიტიკურ სიმპატიებზე. სულ რომ ქოცი კითხულობდე ამას, უნდა იაზრებდე რომ უსამართლობაა." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. მას ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.