loader

რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა - რა გახდა მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა - რა გახდა მიზეზი?

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ (GCCA) ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი საქ­მის მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა და შპს "რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბას" და შპს "მი­კა­დო ჯორ­ჯი­ას“ დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, უწყე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2023 წელს, ქ. რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ავ­ტო­სად­გო­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­პა­სუ­ხე ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტე­ბი არა­სა­მარ­თლი­ა­ნად მა­ღა­ლი ფა­სე­ბით ოპე­რი­რებ­დნენ. ფა­სის გაზ­რდა გან­ხორ­ცი­ელ­და ორ­ჯერ და მე­ტად, რა­მაც - 1 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლის დღი­ურ ტა­რიფ­სა და "ხარ­ჯი პლუს მარ­ჟას“ შო­რის სხვა­ო­ბა ჭარ­ბად და­ა­ფიქ­სი­რა.

სა­ბო­ლო­ოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სა­ა­გენ­ტოს მიერ რო­გორც დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ისე შე­ფას­და, რაც არა­სა­მარ­თლი­ა­ნად მა­ღა­ლი ფა­სის და­წე­სე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

"სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ორი­ვე მო­პა­სუ­ხე ეკო­ნო­მი­კურ აგენტს (მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, ორი­ვე კომ­პა­ნია გა­ნი­სა­ზღვრა ერ­თი­ან ეკო­ნო­მი­კურ სუ­ბი­ექ­ტად) სან­ქცი­ის სა­ხით ჯა­მუ­რად - 848 276 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ. ასე­ვე, მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში, ორი­ვე მო­პა­სუ­ხე კომ­პა­ნია, სა­ა­გენ­ტოს­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის არას­რულ­ყო­ფი­ლად მი­წო­დე­ბის გამო, 3-3 ჯერ და­ჯა­რიმ­და - ჯამ­ში 26 000 ლა­რით, ხოლო სა­ბო­ლო­ოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

შე­სა­ბა­მის სექ­ტორ­ში, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და სა­მო­მავ­ლოდ დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ა­გენ­ტომ გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა. რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე ეკო­ნო­მი­კურ­მა აგენ­ტებ­მა - მომ­სა­ხუ­რე­ბის/პრო­დუქ­ცი­ის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა უნდა აწარ­მო­ონ იმგვა­რად, რომ ფა­სის დად­გე­ნამ­დე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რის­კე­ბი შე­ა­ფა­სონ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

GCCA-ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ერთი თვის ვა­და­ში, მო­პა­სუ­ხე ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რონ“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.