"800 მეტრი იფრინა, გადარჩენის შანსი არ იყო... ძმამ საკუთარი თვალით უყურა ამ ყველაფერს... ივნისის ბოლოს პირველ შვილს ელოდებოდა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ნიკო ფალიანის მეგობრები?
გუშინ, 22 მაისის დილას, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა 29 წლის მესტიელი ალპინისტი, მოთხილამურე და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი.
AMBEBI.GE ნიკოს მეგობრებსა და კოლეგებს ესაუბრა. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ნიკოს ყინულის ნატეხზე წამოედო თხილამური, რამაც კონტროლი დააკარგვინა.
"ნიკო ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვერ დავბრუნდეთ. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია - კოკინი, უშბის უნაგირის უძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა. გასძვრა თხილამურიც და ჩაფხუტიც, დაახლოებით 350 ვერტიკალი იფრინა, რაც სიგრძეში დაახლოებით 800 მეტრამდეა. გადარჩენის შანსი არ იყო. ნიკოს "რედბულის" ათლეტები ახლდა, რომლებიც სამთო სპორტში მსოფლიოში ყველაზე გამოცდილები არიან (შვეიცარია-ავსტრიის ნაკრებია). ნიკოს 3 მოთხილამურე ახლდა, დანარჩენი ოპერატორები იყვნენ, რომლებიც ფერდიდან იღებდნენ სრიალს, მათ ნიკოს ძმა - ზურა ახლდათ, რომელიც ოპერატორების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ძმამ საკუთარი თვალით უყურა ამ ყველაფერს... ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს..." განაგრძეთ კითხვა>>>>