loader

ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან

,კოალიცია ცვლილებებისთვის’’ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება უყურადღებოდ არც დასავლელ პარტნიორებს დარჩენიათ.

დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიქტატურისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

მათი შეფასებით, ჯაფარიძის დაკავება უკანონოა, ამ ფაქტს კი, როგორც აღნიშნავენ, რეაგირება უნდა მოჰყვეს.

,,სასწრაფოდ საჭიროა, რომ დემოკრატიული ერები სიტყვებს გასცდნენ, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს მათი მომავლის დაბრუნებაში. თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს!” - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი.

განცხადებებს ავრცელებენ კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო და ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი.