"თვალით არ მყავდა ნანახი" - რას წერს ხატია დეკანოიძე ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით?
ხატია დეკანოიძე ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 2004-2012 წლებში, როდესაც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა ზურა ჯაფარიძეს არ იცნობდა და არც ნანახი ჰყავდა.
"ტვინის გამორეცხვა და რუსული პროპაგანდა "ამოქოქილა" ზურას წინააღმდეგ..
2004-2012 წინა ხელისუფლებას წარმოვადგენდი და ზურა ჯაფარიძე თვალით არ მყავდა ნანახი.
არ ვიცნობდი. მხოლოდ ოპოზიციაში გავიცანი.
აი, ქოცებიდან რამდენი გვინახავს, ვინც მაშინაც და ახლაც ერთ მხარეს ვართ - ვინ მოთვლის.." - წერს ხატია დეკანოიძე.